რეფერენდუმი

რეფერენდუმი
• (ლათ. referendum რაც უნდა აუწყონ) - 1. არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად. 2. რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით ,,რეფერენდუმის შესახებ“. 3. რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 4. იგი ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით. 5. მოქალაქეები მასში მონაწილეობენ უშუალოდ და პირადად. რეფერენდუმში მონაწილეს აქვს ერთი ხმა. 6. რეფერენდუმში მონაწილეობა თავისუფალია, მოქალაქეების ნებასურვილის გამოვლინებისადმი კონტროლი დაუშვებელია. 7. რეფერენდუმი მზადდება და იმართება ღიად და საჯაროდ. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,
• ქვეყნის მთელი მოსახლეობის მიერ რაიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული კენჭისყრა.
Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»